
IT'S YOUR MOVE
შენი სვლაა.
შენი სვლაა
პიროვნული განვითარების კურსია მოზარდებისთვის, რომელიც მათ საკუთარი თავის, შესაძლებლობებისა და შინაგანი რესურსების უკეთ აღმოჩენაში ეხმარება.კურსის მიზანია, მოზარდებს ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდეთ საკუთარი თავის შეცნობისა და განვითარების ინტერესი.ისწავლონ არა მხოლოდ როგორ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, არამედ როგორ შექმნან საკუთარი შესაძლებლობებით უფრო გააზრებული და საინტერესო მომავალი.

რაში დაეხმარება კურსი მოზარდს?

01
საკუთარი განვითარების სურვილი
აღმოაჩენს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა ერთჯერადი ამოცანა კი არა, საინტერესო და უწყვეტი პროცესია.
02
მიზნები და თვითდისციპლინა
გაიგებს, როგორ აქციოს სურვილები კონკრეტულ მიზნებად და როგორ შექმნას ჩვევები, რომლებიც განვითარებაში დაეხმარება.
03
ემოციური მდგრადობა
ისწავლის ემოციების ამოცნობას, სირთულეებთან გამკლავებას და წარუმატებლობის შემდეგ წინსვლის გზების ძიებას.
04
საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა
უკეთ გაიცნობს საკუთარ თავს, აღმოაჩენს ძლიერ მხარეებს და დაინახავს, რომ უნარების განვითარება მუდმივად შესაძლებელია.
05
თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა
ისწავლის საკუთარი აზრის გამოხატვას, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას და საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობას.
06
განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება
გაიგებს, როგორ მოქმედებს აზროვნება მის ქცევასა და არჩევანზე და ისწავლის შეცდომები დაინახოს როგორც ზრდის და განვითარების შესაძლებლობა.
როგორ მიმდინარეობს კურსი?
☆
10 გაკვეთილი
11 კვირა
კურსი მოიცავს 10 გაკვეთილს + 1 გაცნობითი, რომელიც გაგრძელდება 11 კვირის განმავლობაში. გაკვეთილის ხანგრძლივობა 60-90წუთი.
☆
50%/50%
ცოდნა და მოქმედება
კურსის მთავარი პრინციპია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ მისი პრაქტიკაში გამოყენება. თითოეულ გაკვეთილს ახლავს სავარჯიშოები, რომლებიც ნასწავლის გააზრებასა და განმტკიცებაში ეხმარება.
☆
1 კვირა =
1 ნაბიჯი წინ
ყოველკვირეული დავალებები მოზარდს აძლევს შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა რეალურ სიტუაციებში გამოსცადოს და თანდათან ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციოს.
→გაიგე →გამოსცადე →აქციე ჩვევად

კურსის შინაარსი
01.
გონების ძალა
როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი, რა საოცარი შესაძლებლობები აქვს და როგორ შეგვიძლია მისი განვითარება სწავლის, გამოცდილებისა და ვარჯიშის საშუალებით.
02.
ჩემი საუკეთესო მეგობარი
როგორ ვესაუბროთ საკუთარ თავს, გავაცნობიეროთ ჩვენი ღირებულება და განვივითაროთ ჯანსაღი თვითშეფასება.
03.
სხვისი აზრი და საკუთარი თავის რწმენა
როგორ მოვუსმინოთ სხვებს ისე, რომ საკუთარი ღირებულება მათ შეფასებებზე არ დავაფუძნოთ.
04.
ემოციების გაცნობიერება და მართვა
როგორ ამოვიცნოთ ემოციები, გავიგოთ მათი წარმომავლობა და ვისწავლოთ გააზრებული რეაგირება.
05.
დისციპლინა, ჩვევები და ყოველდღიური არჩევანი
როგორ ქმნის პატარა ყოველდღიური მოქმედებები გრძელვადიან შედეგებს.
06.
უარყოფა, წარუმატებლობა და ფსიქოლოგიური მდგრადობა
როგორ გავუმკლავდეთ იმედგაცრუებას, ვისწავლოთ შეცდომებზე და არ შევწყვიტოთ წინსვლა.
07.
ოცნებებიდან რეალურ მიზნებამდე
როგორ ვაქციოთ სურვილები კონკრეტულ მიზნებად და დავგეგმოთ მათი მიღწევის ნაბიჯები.
08.
თვითშემეცნება, ავთენტურობა და თავდაჯერებულობა
როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარი ღირებულებები, მივიღოთ ჩვენი ინდივიდუალურობა და ვიყოთ საკუთარი თავი.
09.
ურთიერთობები, კომუნიკაცია და პირადი საზღვრები
როგორ ავაშენოთ ჯანსაღი ურთიერთობები, გამოვხატოთ საჭიროებები და პატივი ვცეთ საზღვრებს.
10.
ცხოვრება იმაზე მარტივია, ვიდრე გვგონია
ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ იმას, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ შევხედოთ მას და როგორ ვუპასუხოთ.
ადამიანი იდეის უკან
მე ვარ მარიამ მეტრეველი, „შენი სვლაა“-ს დამფუძნებელი და ავტორი.
რატომ შევქმენი ეს კურსი?
არსებობს ცოდნა, რომლის მნიშვნელობასაც ხშირად მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როცა ცხოვრება უკვე არაერთი სირთულის წინაშე დაგვაყენებს.გვიან ვსწავლობთ, როგორ გავუმკლავდეთ წარუმატებლობას, როგორ დავიჯეროთ საკუთარი შესაძლებლობების, როგორ ვმართოთ ემოციები და როგორ ვაქციოთ ოცნებები რეალობად.ხშირად ვფიქრობთ: "ნეტავ ეს ყველაფერი უფრო ადრე მცოდნოდა."სწორედ ამ ფიქრიდან დაიბადა „შენი სვლაა“.მინდოდა შემექმნა კურსი, რომელიც მოზარდებს მისცემდა შესაძლებლობას, ეს მნიშვნელოვანი ცოდნა არა წლების შემდეგ, არამედ სწორედ მაშინ მიეღოთ, როცა საკუთარი თავისა და სამყაროს აღმოჩენას იწყებენ.

„მინდა მოზარდებისთვის ვიყო ის ადამიანი, რომელიც მათ ასაკში თავად მჭირდებოდა.“
რატომ მოზარდები?
იმიტომ, რომ ამ ასაკში ჯერ კიდევ ბევრი რამ ყალიბდება: აზროვნება, ჩვევები, თვითშეფასება და დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.მინდა, მოზარდებმა ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინონ, რამდენად საინტერესოა საკუთარი გონების შესაძლებლობები და რამდენის შეცვლა შეუძლიათ სწავლით, შრომითა და ყოველდღიური არჩევანით.მინდა, მათში გავაღვიძო საკუთარი თავის შეცნობისა და განვითარების სურვილი. არა იმიტომ, რომ დღეს არასაკმარისად კარგები არიან, არამედ იმიტომ, რომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია გაიზარდოს, ისწავლოს და აღმოაჩინოს საკუთარ თავში რაღაც ახალი.
IT'S YOUR MOVE
"შენს მომავალს დღევანდელი არჩევანი ქმნის."
შენი სვლაა.
დაგვიკავშირდი ან გამოგვყევი
